ცაგერში გამოკვლეული 432 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:38, 14.09.2020

გასული 24 საათის განმავლობაში, ცაგერში კორონავირუსზე 432 პირის გამოკვლევა ჩატარდა. ყველას პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განუცხადა.

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი