ცაგერში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსო დაიწვა

19:36, 30.09.2018

ცაგერში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსო დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, დაიწვა 30 კვადრატული მეტრის ფართობი.

ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი