ცაგერის სოფელ ლასურიაშში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

15:53, 19.05.2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზიანებული ნაპირსამაგრი წლების მანძილზე პრობლემას უქმნიდა ლასურიაშის გზას და ადგილობრივების კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულებაა 4 657 766 ლარია.

პროექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ადგილზე გაეცნო.

მსგავსი