ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები უგზოობას აპროტესტებენ და დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, უკვე ათი წელია გზა არ შეკეთებულა.

“ჩვენს სოფელში რთული რელიეფია და ავტომობილებს მოძრაობა უჭირთ. გზის არ ქონის გამო, ოჯახები საცხოვრებლად სხვა რაიონებში გადადიან. სოფელი იცლება. ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლა 13-მა ბავშმა დატოვა”,- განაცხადა პირველ არხთან სოფელ ოყურეშის მკვიდრმა კახა გიორბელიძემ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს ტურისტული გზის დაგებას ხვამლის მთის მიმართულებით, თუმცა პროექტი სოფლის შემოვლით გზაზე ხორციელდება, მოსახლეობა შიშობს, რომ სოფელი უფუნქციოდ დარჩება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის დავით გვიშიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა უკვე მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს. ფონდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, შეცვლის თუ არა პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

დატოვე კომენტარი