ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოების 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს პროდუქტებს სახლში აწვდიან
ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოების 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს პროდუქტებს სახლში აწვდიან

ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოების 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს კვლავ სახლებში ურიგებენ.

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და მოხალისეებმა ორი კვირის პროდუქტის მარაგი ბენეფიციარებს ოჯახებში მიუტანეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სასადილოები 118 ბენეფიციარს ემსახურება.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში არც ერთი პირი აღარ არის. „კოვიდ-19“-ის შემთხვევა მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხვალ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება. მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინფორმაციით, მედიკოსები ტემპერატურას დაახლოებით 15 ათას მოქალაქეს გაუსინჯავენ.