ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფერჩთან ხანძარია
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფერჩთან ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩთან ხანძარია. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია და ტყის მასივზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

მათივე თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება. ადგილზე მობილიზებული იყო 40-მდე მეხანძრე მაშველი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„ხანძარი დაახლოებით ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები. მუშაობა ამ ეტაპზე სიბნელის გამო შეწყდა, თუმცა ხვალ დილით განახლდება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზეა და საშიშროება, რომ მან დასახლებულ პუნქტამდე მიაღწიოს არ არსებობს,“- აცხადებს არჩილ ჯაფარიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში.