ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო.

მედიკოსებმა ტემპერატურა დაახლოებით 700 მოქალაქეს უკვე გაუსინჯეს.

მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით მომატებული ტემპერატურა არც ერთ ადამიანს არ დაუფიქსირდა.

თერმოსკრინინგი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მედიკოსები დაახლოებით 15 ათას მოქალაქეს გაუსინჯავენ ტემპერატურას.

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.