ცაგერის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 450 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 450 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაბორატორიიდან 450 „პისიარ“ ტესტის პასუხი მიიღეს, ყველა მათგანი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კიდევ 350 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული და დღეს ეს ნიმუშები ქუთაისის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

მედიკოსები „პისიარ“ ტესტებისთვის ნიმუშების აღებას ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელისა და ლაილაშის თემებში არსებულ 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე, საკონტროლო გამშვები პუნქტში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, ცაგერის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ 12 პირს დაუდასტურდა.