ცაგერის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ექვსი ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

16:12, 04.09.2020

ლეჩხუმში მცხოვრები ექვსი ადამიანი კორონავირუსზე ანალიზის პასუხს ელოდება. მათგან ორი სოფელ ალპანას, ხოლო ოთხი ცაგერის მკვიდრია.

ბიოლოგიური ნიმუშები უკვე აღებულია და კვლევა ქუთაისის ლაბორატორიაში ჩატარდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის, ზურაბ ნემსიწვერიძის ინფორმაციით, ექვსივე პირს კონტაქტი ჰქონდა ქალთან, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ანალიზების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი