ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა

03:35, 27.02.2018

ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის კერები რჩება შენობის ერთ ნაწილში, რომლის ლიკვიდაციასაც მეხანძრეები ამ წუთებში ცდილობენ.

მსგავსი