C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკრინინგული ანალიზის შემდეგ პროგრამაში ჩასართავად საჭირო რაოდენობრივ კვლევას ჯანდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს. სხვა სავალდებულო კვლევები კი ისევ თანადაფინანსების პირობებით: სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70%-ით, სხვა დანარჩენისთვის კი 30 %-ით დაიფარება.

დღემდე პროგრამაში 45 000-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული, მკურნალობაში 44 000-ზე მეტი ბენეფიაციარი ჩაერთო, მკურნალობის კურსი კი 38 000-მდე მოქალაქემ დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღწევს.