C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის საკითხებზე გურიაში უბნის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა 
C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის საკითხებზე გურიაში უბნის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა 

გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში უბნის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის საკითხებზე, აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე და დასახული მიზნების მისაღწევად ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები დაესწრნენ.