ბუდუ ზივზივაძემ სატრანსფერო თანხა დაასახელა - სავარაუდოდ „ფეჰერვარი“ ნახევარ მილიონს გადაიხდის
ბუდუ ზივზივაძემ სატრანსფერო თანხა დაასახელა - სავარაუდოდ „ფეჰერვარი“ ნახევარ მილიონს გადაიხდის

ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველ არხთან ის თანხა დაასახელა, რომლის მისი ვარაუდით, ახალმა კლუბმა ტრანსფერში უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელმა პირველ არხთან დაადასტურა, რომ კარიერს უნგრეთის ვიცე-ჩემპიონ „ფეჰერვარში“ (ადრინდელი „ვიდეოტონი“) გააგრძელებს.

„დღეს ბუდაპეშტში „ფეჰერვარის“ პრეზიდენტთან და სპორტულ დირექტორთან შესახვედრად მივემგზავრები. ლაპარაკია სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე. „მეზოკოვეშდთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გამავშირებს, მაგრამ გუნდს საკომპენსაციო თანხას გადაუხდიან. ზუსტად არ ვიცი, რა თანხაზეა ლაპარაკი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, „ფერერვამა“ „მეზოკოვეშდს“ დაახლოებით 500 ათას ევრო უნდა გადაუხადოს. მაგრამ ეს მაინც ჩემი ვარაუდია“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ზივზივაძე „მეზოკოვეშდში“ 2019 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. უნგრეთში გამართულ პირველივე სეზონში 26 წლის თავადმსხმელმა რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.