მოწმე - მითხრეს დამეწერა, რომ რობაქიძესა და მის მეგობრებს პატრულმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა 
მოწმე - მითხრეს დამეწერა, რომ რობაქიძესა და მის მეგობრებს პატრულმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა 

ბუტა რობაქიძის საქმეზე პატრულის ყოფილი თანამშრომელი დავით აბუაშვილი დაიკითხა.

სასამართლო სხდომაზე დავთ აბუაშვილმა ბუტა რობაქიძის მანქანის გაჩერების ფაქტი გაიხსენა.

„სადღაც 1-ზე ან 2-ის ნახევარზე შევამჩნიეთ მანქანა, გავაჩერეთ წერეთლის ეკლესიასთან, გადმოვედი ​საბუთები მოვთხოვე. მანქანა გადაცემული იყო, რომ ცემეს პიროვნება, მივედი მძღოლთან და საბუთები მომაწოდა, მითხრა არ დაგვირღვეია და რატომ გვაჩერებო, ამ დროს ჩემი მეწყვილეც გადმოვიდა დაინახა ბევრი იყვნენ, წავიდა ზმამაღალი ლაპარაკი, მერე უცებ გაიღო მანქანის კარები მძღოლის გვერდით და ხმა მომესმა რკინა რკინას ედება. დახმარებას დავუძახე, ცენტრს გადავეცი. მანქანაში მსხდომი ექვსივე ადამიანი დაძაბული იყო, წინ მივედი კარებთან, გადმოვიყვანე ეს პიროვნება, დავაწვინე ძირს, გავიგე “სირენის” ხმა. ცოტა ხანში გასროლის ხმა გავიგე, რომ ვკითხე ვინ გაისროლა, ზუსტად არ ვიციო, მაგრამ ბაშალამო. გასროლის ხმა უკნიდან გავიგე. მერე იყო დაცემის ხმა”, – განაცხადა დავით აბუაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდა უფროსი მაიზერ ლიპარტელიანი.

“მე სტრესში ვიყავი და ჩავჯექი მანქანაში, ის პიროვნება დავინახე სისხლიანი საბარგულის უკან. არანაირი იარაღი საბრძოლო მასალა, არაფერი შემინიშნავს. ჩამიჯდა ჭაღარა პიროვნება და მითხრა, რომ ამათ იარაღი ჰქონდაო, მითხრა, შენ პატრული ხარ და ოჯახი გყავსო. ვინ იყო ნამდვილად არ ვიცი. შემეშინდა, რადგან იქ იყო დონაძეც. მივხვდი, რომ რაღაც ხდება. მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ ვნახე იარაღები. იარაღი საბარგულზეც იყო და წინაც. მერე ისევ ჩავჯექით მანქანაში, ჩამიჯდა ჩემი მეწყვილე და მაიზერ ლიპარტელიანი, მან მითხრა, უნდა დაწერო პატაკი, რომ გესროდნენ ისინი და საპასუხო ცეცხლი გახსნა ბაშალეიშვილმა, მითხრა, რომ ზურა მიქაძემაც იცის”, – განაცხადა დავით აბულაშვილმა.