ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება

11:48, 17.09.2018

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

დღეს სხდომაზე სამი პირი, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

მსგავსი