ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატები სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატები სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატები ითხოვენ, საქმე არსებით განხილვას არ გადაეცეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის შეფასებით, საქმეზე დარღვეულია ხანდაზმულობის ვადები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დადგენილი და ასევე, ოქრუაშვილის მამხილებელი მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა, რომელმაც ეს ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოწმეების ჩვენებები, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმის სხვა ეპიზოდზე გასამართლებულების, ასევე ბრალდებულის ყოფილი ახლობლის ჩვენებებით და შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებებით, დასტურდება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის შერაცხული ბრალდება.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ირაკლი ოქრუაშვილი არც დღევანდელ სხდომას ესწრება.