ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება
ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება.

როგორც პირველ არხს საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომაზე მალე წარსდგება და 2004 წლის ვითარებაზე ისაუბრებს.

გარდა ამისა, პროცესზე იქნება კიდევ ორი მოწმე, ერთ-ერთი ვიდეოექსპერტი, რომელიც პროკურორის ინფორმაციით, დაადასტურებს, რომ 2004 წელს გადაღებული ვიდეო დამონტაჟებული იყო. ასევე დაიკითხება მესამე მოწმე, რომელიც 2004 წლის მდგომარეობით გამომძიებელი იყო.