ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარე იმ ექსპერტს დაკითხავს, რომელმაც ვიდეოფირს ექსპერტიზა ჩაუტარა

11:52, 10.10.2018

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარე დღეს იმ ექსპერტს დაკითხავს, რომელმაც, ბრალდებულების მოთხოვნით, ექსპერტიზა საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, 10-წუთიან ვიდეოფირს ჩაუტარა.

ექსპერტიზა სანქტ პეტერბურგში 2013 წელს ჩატარდა. მხარეები დღევანდელ სხდომაზე ამ ექსპერტიზის დასკვნას მოისმენენ.

პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების გადამეტებას და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

მსგავსი