ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა გაგრძელდება
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ვიდეოექსპერტის ასმათ მარუშევსკაიას დაკითხვა გაგრძელდა.

მოწმეს დღეს დაცვის მხარე კითხავს. ასმათ მარუშევსკაია წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა. მოწმემ, რომელმაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, 10-წუთიან ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარა თქვა, რომ მონტაჟია და მასში არის უხეში წყვეტები, ცვლილებები, სპეცეფექტები, 47 ერთი და იგივე კადრი, ასევე, ისმის ხმები, ფრაზები, რომლებიც ალოგიკურად წყდება.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარემ რამდენიმე პროცესის წინ, ამავე საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები სასმართლოში მიიტანა.

მოსამართლემ ეს დასკვნა საქმეს დაურთო, რის შემდეგაც პროკურატურამ ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა.

შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებად ბრალად.