ბურკინა ფასოში თავდასხმის შედეგად, 35 მშვიდობიანი მოქალაქე და 80 ჯიჰადისტი დაიღუპა
ბურკინა ფასოში თავდასხმის შედეგად, 35 მშვიდობიანი მოქალაქე და 80 ჯიჰადისტი დაიღუპა

ბურკინა ფასოში თავდასხმის შედეგად, 35 მშვიდობიანი მოქალაქე და 80 ჯიჰადისტი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა გაავრცელა.

თავდასხმა ბურკინა ფასოსა და მალის სასაზღვრო რეგიონში მოხდა. საპასუხოდ მობილიზებულნი იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე შვიდი სამართალდამცველი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა ქალია. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დატოვე კომენტარი