ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

20:08, 12.05.2019

ბურკინა-ფასოში ეკლესიას დაესხნენ თავს, მოკლულია ექვსი ადამიანი. „ბიბისის“ ცნობით, ბოროტმოქმედებმა კათოლიკურ ეკლესიას წირვის მიმდინარეობისას წაუკიდეს ცეცხლი.

„თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის მღვდელიც დაიღუპა“, – განაცხადეს პოლიციაში.

სამართალდამცავების ცნობით, ეკლესიაში მყოფი მორწმუნეები გაიქცნენ, ხოლო თავდამსხმელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ეს ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მეხუთე თავდასხმაა ბურკინა-ფასოში, რომლის სამიზნეც ეკლესიაა.

მსგავსი