ბურგოსთან წაგებულ მატჩში შენგელია საუკეთესო იყო | ლიგა ენდესა [ვიდეო]
16:25, 04.10.2018
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა და მოედანზე მყოფთაგან ისევ საუკეთესო იყო. სამწუხარო ისაა, რომ ქართველი ფორვარდის შედეგიანი გარჯა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. „ბასკონიამ“ მეორე ტურის მატჩი სტუმრად, „ბურგოსთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 79:82 დამარცხდა.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 28:10 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მიუხედავად მარცხისა, ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.
თითო მოგებ-წაგებით ბასკონიელები ცხრილის შუაში არიან. შემდეგ ტურში, 7 ოქტომბერს, შენგელიას გუნდი ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოა ბასკეტს“ შეხვდება. თავის მხრივ, ბურჯანაძის გუნდმაც ითამაშა მეორე ტურში და სტუმრად „სარაგოსასთან“ – 73:76 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 6:11 წუთი გაატარა, თუმცა უშედეგოდ.