ბუქარესტში სასამართლო სისტემის რეფორმა გააპროტესტეს
ბუქარესტში სასამართლო სისტემის რეფორმა გააპროტესტეს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სასამართლო სისტემის რეფორმა ათი ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ქუჩებში გამარჯვების მოედნის მიმართულებით გამართეს. აღნიშნულ მოედანზე მდებარეობს რუმინეთის მთავრობის სახლი და პარლამენტი.

„ქურდებისა და ბანდიტების ბუდე“, „ერთად გადავარჩინოთ რუმინეთი“ – ამბობდნენ დემონსტრანტები სამთავრობო შენობებთან.

მიმდინარე წლის 1 თებერვალს რუმინეთის მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, სისიხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებმაც სახელმწიფოს 47 ათას დოლარზე ნაკლები ზარალი მიაყენეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობას სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის დაწესება და კორუფციასთან ბრძოლის შესუსტება სურს.