ბუქარესტში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ბუქარესტში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ბუქარესტში სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის ღამით შეტაკება მოხდა. პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კორდონი გაარღვიეს.

შეტაკების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საერთაშორისო საინფორმაციო Reuters-ის ინფორმაციით, 200-მდე დაშავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საპროტესტო აქცია რუმინეთის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. ათიათასობით დემონსტრანტი მემარცხენე მთავრობას კორუფციასა და სასამართლო სისტემის დანგრევაში ადანაშაულებს.

რუმინეთის ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები 2016 წელს მოვიდნენ.