ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს რუმინეთის სახელმწიფო დროშას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ერთმანეთს თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე.