ბუქარესტში „ბათუმი-2019“-ის პრეზენტაცია გაიმართა
ბუქარესტში „ბათუმი-2019“-ის პრეზენტაცია გაიმართა

ბუქარესტში დღეს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომის წევრების შეხვედრა შედგა. სხდომაზე საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა დავით ყიფშიძემ ბათუმის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის და 2018 წლის 7 მაისს თბილისში დაგეგმილი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების ლაშა ტალახაძის და ესპანელი ლიდია ვალენტინის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიის პროექტების პრეზენტაციები გამართეს.

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების მხარდაჭერა მოიწონეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ორივე ღონისძიების საინფორმაციო უზრუნველყოფა ევროპის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ხვალ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე ოფიციალურ პრეზენტაციებს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესზე გამართავენ.

დატოვე კომენტარი