ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ქუთაისის 20 სკოლასა და 17 ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა

10:58, 13.02.2020

ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქალაქის მასშტაბით 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო, სწავლა ერთი დღით შეწყდა.

სწავლა სავარაუდოდ ხვალ აღდგება. „სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქუთაისის თითქმის 60 პროცენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა. დარჩენილი სამუშაოები სავარაუდოდ დღეს დასრულდება.

მსგავსი