ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში სეტყვაა მოსალოდნელი
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში სეტყვაა მოსალოდნელი

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, თბილისში მოსალოდნელია სეტყვა. ამის შესახებ ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე არის აღნიშნული.

ამასთან, ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, დღეს ცენტრის თანამშრომლებმა გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, დასაცავ ტერიტორიაზე შესული რამდენიმე სეტყვასაშიში ფრონტი გაანეიტრალეს.