ბუნდესტაგის წევრი ილონ მასკს მიმართავს - მიხაელ როთი თქვენი სიძულვილისკენ მოუწოდებს ხალხს, თითქოსდა გერმანიის არჩევნებში „ჩარევის“ გამო, მაშინ, როცა თავად ცდილობდა საქართველოს არჩევნებში ჩარევას
ბუნდესტაგის წევრი ილონ მასკს მიმართავს - მიხაელ როთი თქვენი სიძულვილისკენ მოუწოდებს ხალხს, თითქოსდა გერმანიის არჩევნებში „ჩარევის“ გამო, მაშინ, როცა თავად ცდილობდა საქართველოს არჩევნებში ჩარევას

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თვამჯდომარე თქვენი სიძულვილისკენ მოუწოდებს ხალხს, თითქოსდა გერმანიის არჩევნებში „ჩარევისთვის“, მაშინ, როცა თავად საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, – ასე მიმართა სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა, ბეატრიქს ფონ შტორხიმ ილონ მასკს.

„ძვირფასო ილონ მასკ, ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თვამჯდომარე. ის საჯაროდ ხალხს მოუწოდებს, შეგიძულონ თქვენ გერმანიის არჩევნებში თითქოსდა „ჩარევისთვის“ და ღიად აცხადებს, რომ „ეზიზღებით“. ყველაფერი ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თავად საქართველოში ცდილობდა მათ არჩევნებში საჯაროდ ჩარევას“, – დაწერა ბუნდესტაგის დეპუტატმა, ბეატრიქს ფონ შტორხიმ.

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი, კანცლერ ოლაფ შოლცს არაკომპეტენტური უწოდა და დაწერა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

ამასთან, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ანტიიმიგრაციული განწყობით გამოირჩევა, „ერთადერთი იმედია გერმანიისთვის“.

მასკის ამ განცხადებას გამოეხმაურა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი.

„ვის სძულს ილონ მასკი? მე პატივს ვცემ მის სამეწარმეო წარმატებას, თუმცა მე მძაგს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ გერმანიაში, ნაციონალისტური, პოპულისტური და ანტიდემოკრატიული პარტიის არჩევის მოწოდებით გამოდის“, – დაწერა როთმა.