ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – გულწრფელი და ღია დისკუსია მქონდა ჩემს კოლეგასთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როტი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაელ როტმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, ნიკოლოზ სამხარაძესთან გულწრფელი დისკუსია ჰქონდა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის და ამისთვის მთავრობამ, პარლამენტმა უნდა შეასრულონ სამუშაო.
„მადლობა გულწრფელი და ღია დისკუსიისთვის ჩემს კოლეგასთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას, თუმცა წინ რთული გზაა გასავლელი ბევრი სამუშაოთი. ქართველი ხალხი იმსახურებს, თუმცა ახლა დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეასრულონ სამუშაო“, – წერს მიხაელ როტი.
Thank you for the frank + open discussion with my counterpart @Samkharadze79.
We agree that Georgia belongs in the 🇪🇺 but a bumpy road with a lot of work lies ahead. The 🇬🇪 people deserve the candidate status but now it’s time for government + parliament to deliver. #ontheRoth pic.twitter.com/Q83wK3Sasx— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦 (@MiRo_SPD) June 5, 2023