ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – როგორ შეიძლება, ისეთი გამოუცდელი ადამიანი, როგორიც კაია კალასია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლი გახდეს
როგორ შეიძლება, ისეთი გამოუცდელი ადამიანი, როგორიც კაია კალასია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი გახდეს? – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.
„მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სასწრაფოდ აფრთხილებენ, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ „ჰამასი“ სწრაფად არ განიარაღდება, ისინი ისრაელს სანქციებით ემუქრებიან. ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია“, – აცხადებს არმინ ლაშეტი.
Wie konnte nur eine solch unbedarfte Person wie @kajakallas Hohe Beauftragte der EU für Außenpolitik werden? Während Saudi-Arabien u die Vereinigten Arabischen Emirate dringend warnen, dass der Friedensprozess gefährdet ist, wenn nicht die Hamas schnell entwaffnet wird, droht sie…
— Armin Laschet (@ArminLaschet) October 20, 2025