ბუნდესლიგა მომდევნო ტურის მატჩების წინ, კორონავირუსით დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს. ყველა ფეხბურთელი მოედანზე შავი სამკლაურით გავა.
„კორონავირუსის გავრცელებამ უკვე ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მთელ მსოფლიოში. გერმანულ პროფესიულ ფეხბურთს სურს, თავისი თანაგრძნობა გამოხატოს ორი სათამაშო დღის განმავლობაში“, – განაცხადა გერმანიის საფეხბურთო ლიგის პრესმდივანმა კრისტიან ზაიფერტმა.
გერმანიაში კორონავირუსით 8213 ადამიანი გარდაიცვალა.
ბუნდესლიგაში სეზონი 16 მაისს განახლდა და 26-ე ტური ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდა.