ბუნდესლიგის რესტარტის შემდეგ, მასპინძლებმა 33-დან მხოლოდ ექვსი მატჩი მოიგეს
ბუნდესლიგის უმაყურებლოდ დაბრუნებამ დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია ტრიბუნების მხარდაჭერა – საშინაო მოგებების პროცენტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ტელეკომპანია DW-ის გამოთვლებით, რესტარტის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატში მასპინძლები მხოლოდ 20 პროცენტის შემთხვევაში იგებენ. საკუთარ სტადიონებზე გუნდებმა 33-დან მხოლოდ ექვსი მატჩი მოიგეს, სტუმრად მოგებების რაოდენობა კი 11 პროცენტით გაიზარდა.
მაგალითად, 28-ე ტურში „შალკემ“ შინ წააგო „ვერდერთან“, არადა, 60 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა. ასევე საშინაო მატჩები წააგეს „მაინცმა“ და „ვოლფსბურგმა“. „ფრაიბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა განაცხადა, რომ მაყურებლების გარეშე თამაში პატარა გუნდებს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე ტოპებს.