ბუნდესლიგის ხელმძღვანელობა კალენდრის რეფორმირებისა და ჩემპიონატის გათამაშების სქემის შეცვლის ვარიანტს განიხილავს.
როგორც Kicker-ი წერს, გერმანიის ჩემპიონატში შესაძლოა, გაჩნდეს პლეი ოფის სისტემა. თანაც, ამ სისტემით გეგმავენ ჩემპიონის გამოვლენასაც კი.
იდეის ავტორთა ჩანაფიქრით, ეს გაზრდის ინტერესს ბუნდესლიგის მიმართ, სადაც საჩემპიონო ინტრიგის დეფიციტია „ბაიერნის“ დომინირების გამო.
„ეს არის იდეა, რომელზეც დაფიქრება გვმართებს. ის იმსახურებს ყურადღებას“, – აღნიშნა „ბაიერნის“ ნახევარმცველმა თომას მიულერმა.