ბუნდესლიგაში უახლოესი ტურის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება #1TVSPORT
გერმანიაში უახლოეს უქმეებზე პირველი და მეორე ბუნდესლიგის მორიგი ტურების მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.
გერმანიის საფეხბურთო ლიგამ (DFL) ყველა კლუბს მისცა რეკომენდაცია, რომ ამგვარი აქციით დაიწყონ თავიანთი შეხვედრები.
„DFL კატეგორიულად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ომი ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და შეუსაბამოა სპორტის ღირებულებებთან.
ჩვენ ვწუხვართ დაზარალებულების გამო. DFL-ს მუდმივი კონტაქტი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ და საერთაშორისო ასოციაციებთან.
საფებურთო ლიგა რეკომენდაციას აძლევს პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბებს – წუთიერი დუმილით დაიწყონ მატჩები და ამით თანაგრძნობა გამოხატონ და მშვიდობისკენ მოუწოდონ აგრესორს“, – წერია ლიგის განცხადებაში.