ბუნდესლიგა, 26-ე ტური - „ლევერკუზენმა“ ჰავერცის დუბლით „ვერდერი“ გაანადგურა
ბუნდესლიგა, 26-ე ტური - „ლევერკუზენმა“ ჰავერცის დუბლით „ვერდერი“ გაანადგურა

ბუნდესლიგის 26-ე ტური ბრემენში დასრულდა, სადაც ადგილობრივი „ვერდერი“ 1:4 განადგურდა „ლევერკუზენთან“.

პირველ ტაიმში გერმანული ფეხბურთის მომავალმა ვარსკვლავმა კაი ჰავერცმა, რომლის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენს, დუბლი შეასრულა, რასაც ერთი გოლით უპასუხა ტეოდორ გებრესელასიემ. მეორე ტაიმში „ლევერკუზენის“ მხრიდან გოლები მიტჩელ ვაიზერმა და ქერემ დემირბაიმ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ხუთიდან ოთხი გოლი თავით გავიდა.

„ლევერკუზენი“ მეხუთე ადგილზე დარჩა, მაგრამ ამ მოგებით ერთ ქულამდე მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ზონას. „ვერდერი“ მე-17 ადგილზეა და თანდათან უახლოვდება მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას – პირველად 1980 წლის შემდეგ.

შედეგი

ვერდერი-ლევერკუზენი 1:4

გოლები: 0:1 ჰავერცი (28), 1:1 გებრესელასიე (30), 1:2 ჰავერცი (33), 1:3 ვაიზერი (61), 1:4 დემირბაი (78)

ფაქტები

„ლევერკუზენი“ ბუნდესლიგაში ექვსი ტურია არ მარცხდება – 5 მოგება და ერთი ფრე.

„ვერდერს“ ბუნდესლიგაში შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს – ერთი ფრე და ექვსი წაგება.

„ვერდერმა“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეშვიდედ წააგო.

„ვერდერს“ შინ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლო მოგება საკუთარ მოედანზე 2019 წლის პირველი სექტემბერით თარიღდება.

„ვერდერმა“ შეწყვიტა საკუთარ მოედანზე რვასაათიანი უგოლო სერია.

17 წლისა და 15 დღის ფლორიან ვირტცი „ლევერკუზენის“ ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ბუნდესლიგაში უთამაშია. ვირტცი 111 დღით უმცროსია წინა რეკორდსმენ კაი ჰავერცზე.

ჰავერცის პირველი გოლი მე-1000 იყო „ლევერკუზენისთვის“ ბუნდესლიგის გასვლით მატჩებში.

„ვერდერმა“ ბუნდესლიგის ბოლო 18 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაუშვა – ეს ახალი საკლუბო ანტირეკორდია.

სატურნირო მდგომარეობა

ბაიერნი – 58 ქულა

დორტმუნდი – 54

გლადბახი – 52

ლაიპციგი – 51

ლევერკუზენი – 50

ვოლფსბურგი – 39

ფრაიბურგი – 37

შალკე – 37

ბომბარდირები

26 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

21 – ვერნერი (ლაიპციგი)

14 – სანჩო (დორტმუნდი)

12 – კუაისონი (მაინცი)

გოლი+პასი

30 (26+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

30 (14+16) – სანჩო (დორტმუნდი)

29 (21+8) – ვერნერი (ლაიპციგი)

22 (6+16) – მიულერი (ბაიერნი)

მომდევნო ტური

22 მაისი. პარასკევი

22:30 ჰერტა-უნიონი

23 მაისი. შაბათი

17:30 გლადბახი-ლევერკუზენი

17:30 ფრაიბურგი-ვერდერი

17:30 პადერბორნი-ჰოფენჰაიმი

17:30 ვოლფსბურგი-დორტმუნდი

20:30 ბაიერნი-აინტრახტი

24 მაისი. კვირა

15:30 შალკე-აუგსბურგი

17:30 მაინცი-ლაიპციგი

20:00 კიოლნი-ფორტუნა