ბუნდესლიგა 2020 წლის ბოლომდე უმაყურებლოდ გაგრძელდება
ბუნდესლიგა 2020 წლის ბოლომდე უმაყურებლოდ გაგრძელდება

გერმანიის ბუნდესლიგის მატჩები მინიმუმ 2021 წლამდე მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა წინადადებით – 2020 წლის 31 დეკემბრამდე მსხვილი სპორტული ტურნირები უმაყურებლოდ ჩატარდეს, – იტყობინება სააგენტო AFP.

მერკელის მიერ წამოყენებული წინადადების მიხედვით, გამონაკლისი შეიძლება დაუშვან იმ რეგიონებისთვის, სადაც COVID-19-ით დაინფიცირების ძალიან დაბალი პროცენტია. მაგრამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება იმაში დარწმუნება, რომ სტადიონზე სტუმარი გუნდის ფანები არ შეაღწევენ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო მატჩები გერმანიაში, დიდი ალბათობით, 2020 წლის ბოლომდე დახურულ კარს მიღმა გაიმართება.