ბულგარული სამოგზაურო ჟურნალი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს - 2020 წელს მოგზაურობის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეწვიეთ საოცარ ქვეყანას, რომელიც მიმდინარე პანდემიას გადაურჩა
ბულგარული სამოგზაურო ჟურნალი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს - 2020 წელს მოგზაურობის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეწვიეთ საოცარ ქვეყანას, რომელიც მიმდინარე პანდემიას გადაურჩა

ბულგარეთის უმსხვილესი ინგლისურენოვანი სამოგზაურო ჟურნალი Vagabond საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.

„2020 წელს მოგზაურობის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეწვიეთ საოცარ ქვეყანას, რომელიც მიმდინარე პანდემიას გადაურჩა“, – წერს Vagabond-ის ჟურნალისტი.

სტატიაში საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული პრევენციულ ზომები დეტალურად არის აღწერს.

„2020 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად უსაფრთხოც არის. სანამ ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავებას ცდილობდნენ, საქართველომ სწრაფად იმოქმედა და უკვე იანვარში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სპეციალური ზომები მიიღო. შედეგად ქვეყანაში „კოვიდ“-19-ის ინფიცირების საგრძნობლად მცირე შემთხვევა დაფიქსირდა“, – წერია სტატიაში.

როგორც გამოცემის ჟურნალისტი აღნიშნავს, საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ტურიზმის ინდუსტრიას.

„დაინერგა უსაფრთხოების აუცილებელი ინსტრუქციები. პანდემიის დროს 84 სასტუმროში 22 ათასზე მეტმა ადამიანმა ორკვირიანი კარანტინი გაიარა. შედეგად დაგროვდა უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, თუ როგორ უნდა იმუშაო ეფექტურად და უსაფრთხოდ ასეთ სიტუაციაში.

ტურიზმის ინდუსტრიისთვის სპეციალური ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი მომზადდა. ამ ყველაფრის შედეგად საქართველო მზად არის პირველი ივლისიდან საზღვრები გახსნას.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი პროტოკოლები მომზადდა, რაც მოიცავს: სკრინინგს, დეზინფექციას და სპეციალურ ზომებს რესტორნებში, ტრანსპორტსა და სასტუმროებში“, – წერს გამოცემის ჟურნალისტი.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში სპეციალური მწვანე ზონები შეიქმნა, სადაც ტურისტებს უსაფრთხო, იზოლირებულ გარემოში შეუძლიათ დროის გატარება.

საქართველოს შესახებ Vagabond-ის სტატია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მომზადდა.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი