ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა
ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდა იყოს შესუსტებული რაიმე საშუალებით.
„ვაცხადებ, რომ ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დავტოვე. ორ ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში, აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემ კოლეგებთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინსვლაში და მყარი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში ჩვენ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა იყოს ძირგამოთხრილი ან შესუსტებული რაიმე საშუალებით“, – წერს ოთარ ბერძენიშვილი.