ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა
ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა

ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის განცხადებით, გადაწყვეტილება „კოვიდ-19“-ის ხელახლა გავრცელების შეკავებას ისახავს მიზნად.

მარტის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. ბულგარეთში მარტში რესტორნები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა.

ბოიკო ბორისოვის განცხადებით, დამატებით შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება, თუმცა მოსახლეობას არსებული სოციალური დისტანცირების წესების დაცვა მოუწევს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბულგარეთში „კოვიდ-19“-ის 2 889 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 167 ლეტალურია.