ბულგარეთში, საბრძოლო მასალების ქარხანა EMKO-ში რამდენიმე აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს თანამშრომელთა ევაკუაცია

15:50, 10.08.2026

ბულგარეთში, სოფელ ბელიცაში მდებარე საბრძოლო მასალების მწარმოებელ სამხედრო ქარხანა EMKO-ში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ტრიანის მუნიციპალიტეტის მერის, დენჩო მინევის განცხადებით, თავდაპირველად ქარხნის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი, რასაც რამდენიმე საწყობში აფეთქება მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად ქარხნიდან დაახლოებით 300 თანამშრომლის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ტრიანის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, დახურონ ფანჯრები, გამოიყენონ დამცავი ნიღბები და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, აფეთქებების შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე გაზის გაჟონვისა და ჰაერის დაბინძურების რისკი არსებობს.

ადგილზე ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახურების ჯგუფებიც მიემართებიან.

მსგავსი