ბულგარეთში მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა
ბულგარეთში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მორიგი დემონსტრაცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაქალაქ სოფიაში საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
ანტისამთავრობო გამოსვლები ბულგარეთში უკვე სამი თვეა, იმართება. დემონსტრანტები ბოიკო ბორისოვს კორუფციასა და ოლიგარქებთან კავშირებში ადანაშაულებენ.
ბოიკო ბორისოვს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უკვე 10 წელია, იკავებს, მთავრობის მეთაურის პოსტზე ვადა 2021 წლის მარტში ეწურება.
მომიტინგეების კიდევ ერთი მოთხოვნა ბულგარეთის გენერალურ პროკურორ ივან გეშევის გადადგომაა.