ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს
ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს

ბულგარეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა პაციენტი გარდაიცვალა.

ბულგარეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 337 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 10 123 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, მათ შორის 5 252 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.