ბულგარეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
ბულგარეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთში ხანდაზმულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

შემთხვევა აღმოსავლეთ ბულგარეთში მდებარე სოფელ როიაკში მოხდა. ხანდაზმულთა სახლში 58 მოხუცებული ცხოვრობდა.

ცეცხლი ხანდაზმულთა სახლის ხის სახურავს გაუჩნდა.  ხანძარს ექვსი სახანძრო რაზმი აქრობდა. ცეცხლის გაჩენის მიზიზი უცნობია.