ბულგარეთში, იარაღის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია
Fire and smoke rise near an ammunition warehouse, near the village of Tsareva Livada, Bulgaria, September 12, 2026. Stringer/via REUTERS
ბულგარეთში, იარაღის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი შუაღამით სოფელ ცარევა ლივადასთან ახლოს მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ეს არის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საბრძოლო მასალის საწყობში გაჩენილი მეორე ხანძარი.
ადგილობრივი მედია, კომპანია EMCO-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარი გაჩნდა EMCO-ს მართვის ქვეშ მყოფ ობიექტზე; აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში აფეთქება კომპანიის სხვა ობიექტზეც მოხდა.
EMCO-ს ხელმძღვანელობს ბულგარელი იარაღით მოვაჭრე ემილიან გებრევი; ბულგარეთის პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ის იყო რუსი აგენტების მხრიდან მის კუთვნილ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების სამიზნე. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება იკვლევს იარაღის საწყობში გაჩენილი ხანძრის მიზეზს, მათ შორის დივერსიის შესაძლებლობას.