ბულგარეთში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანაში სამგზავრო ავტობუსსა და ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. ამის შესახებ ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია იუწყება.
23 ნოემბერს გვიან ღამით ბულგარეთის სოფელ ბისნეკთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის – 12 ბავშვი. ავტობუსი სტამბოლში ტურისტული ვიზიტიდან სკოპიეში ბრუნდებოდა. შემთხვევის დროს შვიდი დაშავებული სოფიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მანამდე, 22 ნოემბერს, ბულგარეთის სოფელ როიაკში ხანდაზმულთა სახლში ხანძარს ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.