ბულგარეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 4 500 შემთხვევა გამოვლინდა, 107 ადამიანი კი გარდაიცვალა
ბულგარეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 4 500 შემთხვევა გამოვლინდა, 107 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბულგარეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 107 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც აპრილის შემდეგ დაფიქისრებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 68 776 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 494 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, 567 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პანდემიის გავცრელებიდან დღემდე ბულგარეთში „კოვიდ-19“-ის 555 077 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 719 ადამიანი.

დატოვე კომენტარი