ბულგარეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 785 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბულგარეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 785 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბულგარეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკვე მეოთხე დღეა, ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 1 307 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში აუცილებლად ატარონ პირბადე, ასევე დაიცვან სოციალური დისტანცია.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბულგარეთში კორონავირუსის 25 774 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 923 ადამინი გარდაიცვალა.