ბულგარეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში რუმინეთის საჰაერო სივრციდან დრონი შეფრინდა და აფეთქდა, უპილოტო საფრენი აპარატის წარმომავლობა გაურკვეველია
ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეიჭრა. ინფორმაცია ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა გაავრცელა. მისივე ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რუმინეთის საჰაერო სივრციდან ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონი დღეს შეფრინდა და სოფელ კარდამთან ახლოს აფეთქდა. რუმენ რადევის თქმით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 08:10 საათზე დაფიქსირდა.
რადევმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება და ბულგარეთ-რუმინეთის საზღვარზე მეთვალყურეობა გაძლიერდება. მისი თქმით, მომხდარის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.
„როიტერის“ ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვის ეკუთვნოდა დრონი, თუმცა ის, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.