ბულგარეთში ​საქართველოს ელჩი „მადარის ცხენოსნის“ ორდენით დააჯილდოვეს

12:37, 05.07.2018

ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, ბულგარეთის პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ზურაბ ბერიძე ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ოქროს ორდენით დააჯილოდვა.

აღნიშნული ორდენი ბულგარეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცემათ ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მსგავსი